ირაკლი ფავლენიშვილი - მარტო პესკოვი, დუგინი რომ გყავს მხარდამჭერი და მთელი ცივილიზებული სამყარო გეუბნება, რომ ეს კანონი არის რუსული, ამაზე მეტი ლუსტრაცია როგორ უნდა მოხდეს

მარტო პესკოვი, დუგინი რომ გყავს მხარდამჭერი და მთელი ცივილიზებული სამყარო გეუბნება, რომ ეს კანონი არის რუსული, ამაზე მეტი ლუსტრაცია როგორ უნდა მოხდეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა, პარლამენტთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არის გეოპოლიტიკური ტესტი.

„ასე აღიქვამს გერმანიის კანცლერი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და მარტო პესკოვი, დუგინი რომ გყავს მხარდამჭერი, რომლებიც უბოროტესი მტრები არიან შენი ქვეყნის, ეს კანონი რუსულია თუ არ არის რუსული ამაზე საუბარი ზედმეტია.

ამაზე მეტი ლუსტრაცია როგორ უნდა მოხდეს. გუშინ, როდესაც აქციაზე ვიყავი, მარტო თანაპარტიელები კი არ იყვნენ ჩემს გარშემო, არამედ ჩემი ბავშვობის მეგობრები, რომლებისთვისაც რაღაც რომ გეკითხათ რამდენიმე თვის წინ გეტყოდნენ, რომ აპოლიტიკურები არიან, სხვადასხვა კომპანიაში მუშაობენ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, საკმაოდ კარგი შემოსავალიც აქვთ, მაგრამ მათთან ერთად გვერდზე ვიყავი და პოლიციის ძალადობის მსხვერპლები ვიყავით, როდესაც პოლიციები არ გვაძლევდნენ უფლებას დაგვეფიქსირებინა ჩვენი კონსტიტუციური უფლება.

ქართველმა ხალხმა, საზოგადოების ყველა სეგმენტმა კარგად იცის, რომ ეს კანონი არის თითოეული მათგანისთვის საფრთხე, რადგან პუტინმა ამ კანონით მონიშნა თავისი გავლენის სივრცე. როდესაც ეს კანონი დარეგისტრირდება არც არასამთავრობო სექტორი იმუშავებს და არც პროექტები, ყველაფერი დასავლური იქნება ამოძირკვული. ეს ადამიანები, ჩემი მეგობრები, რომლებზეც მე ახლა ვსაუბრობდი აპოლიტიკურები კი არ არიან, უბრალოდ პარტიული აფილიაციები არ გააჩნიათ, მაგრამ აქვთ სურვილი, რომ იცხოვრონ თავისუფალ ქვეყანაში და ეს სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ივანიშვილის ბანდა ვერანაირი ჯებირით ვერ შეაჩერებს ამას. მოგიწოდებთ ყველას, რომ გამოხვიდეთ გარეთ ჩვენი ევროპული მომავლისათვის“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან