საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე - რაც ვნახე, მოქალაქეები ძალადობენ პოლიციელებზე, მაგრამ პოლიციელების მხრიდან კანონდარღვევა არ ყოფილა

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილის, გოგა მემანიშვილის განმარტებით, აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციელების მხრიდან არანაირი ძალადობა არ ყოფილა.

გოგა მემანიშვილის თქმით, იმისთვის, რომ არ მოხდეს პარლამენტის შენობის პიკეტირება, პოლიცია სწორედ ამიტომ არის მობილიზებული.

„მე რაც ვნახე აქ - მოქალაქეები ძალადობენ პოლიციელებზე.

ვინ მიიღო ფიზიკური დაზიანება? აქციის მონაწილეებს ვხედავ, მაგრამ პოლიციელების მხრიდან არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა. აქ რომ არ მოხდეს შენობის [პარლამენტის] პიკეტირება, მაგიტომ ვდგავართ აქ“, - აღნიშნა მემანიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ჭიჭინაძის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირება იყო. სამართალდამცველები ცდლობდნენ, პარლამენტის შესასვლელი გაათავისუფლონ აქციის მონაწილეებისგან, რასაც მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს