კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული კიდევ 72 ოჯახი საცხოვრებელ ფართს მიიღებს

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 72 ოჯახი არჩილ მეფის ქუჩის N17-ში საცხოვრებელ ფართს მიიღებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ესენი ის ოჯახები არიან, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში ელოდნენ თავიანთ საცხოვრებელ ფართებს, თუმცა დაპირება დაპირებად რჩებოდა. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებმაც კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით ამ პრობლემის მოსაგვარებლად და გვერდით დავუდექით მათ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მერიამ შპს „დეკა დეველოპმენტთან“ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია დაზარალებულებისთვის 5700 კვ. მეტრ საცხოვრებელ ფართს გამოყოფს.

ამასთან, თბილისის მერის განცხადებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში, გამარჯვებული 31 ობიექტზე გამოვლინდა.

გარდა ამისა, კახა კალაძის თქმით, მშენებლობა დასრულებულია ხუთ პროექტზე და ფართები ფაქტობრივი მდგომარეობით 226 ოჯახს გადაეცემა.

„მშენებლობის ეტაპზეა 22 პროექტი, რომელზეც გაცემულია სამშენებლო ნებართვა და რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილდება 1 100-მდე ოჯახი. ასევე, სანებართვო ეტაპზეა რვა პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილდება 680-მდე ოჯახი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზეა ერთი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ფართებით, დაახლოებით, 80 ოჯახის დაკმაყოფილებაა გათვალისწინებული.

„ეს იყო ჩვენი დაპირება, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს არ დავტოვებდით ყურადღების გარეშე. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ არ დაგვრჩება არც ერთი ოჯახი ფართებით დაკმაყოფილების გარეშე - ყველას დავეხმარებით და ის ვალდებულება, რომელიც აღებული ჰქონდა სახელმწიფოს ათეულობით წლის წინ, შესრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის