დავით უსუფაშვილი - „ოცნებამ“ ამ გადაწყვეტილებებით გააუქმა დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები და დანიშნა რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების თაობაზე

„ოცნებამ“ ამ გადაწყვეტილებებით გააუქმა დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები და დანიშნა რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების თაობაზე, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მათ 83 ხმა აქვთ, მაგრამ მოსახლეობის, მინიმუმ, 83% არის თავისუფლებისა და ევროპის მომხრე.

„გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრით „ოცნებამ“ თვითლუსტრაცია მოახდინა. არავის დედამიწის ზურგზე არც საქართველოში და არც საქართველოს გარეთ არ ეპარება ეჭვი, რა უნდა „ოცნებას“ და ვინაა „ოცნება“. ეს არის ანტიევროპული ძალა, პრორუსული ძალა. „ოცნებამ“ ამ გადაწყვეტილებებით გააუქმა დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები და დანიშნა რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების თაობაზე. 33 წლის წინ ჩვენ ჩავატარეთ ასეთი რეფერენდუმი. 33 წლის შემდეგაც ქართველი ხალხი ამ არჩევნებზე იტყვის საკუთარ ურყევ ნებას. 83 ხმა აქვთ მათ დარბაზში, უმრავლესობაში არიან, მაგრამ მოსახლეობის, მინიმუმ, 83% არის თავისუფლებისა და ევროპის მომხრე. არ უნდა დავიღალოთ, დღესაც უნდა მოვიდეთ, კიდევ ბევრჯერ მოვალთ და 26 ოქტომბერს იქნება გენერალური მოსვლა და გენერალური გამარჯვება“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა