ეკატერინე მიქაბაძე საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა და მდგრადი საბანკო და საფინანსო ქსელის მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ ვაშინგტონში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და მდგრადი საბანკო და საფინანსო ქსელის (SBFN) მრგვალი მაგიდის მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.

„SBFN-ის მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის ღონისძიებაზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები განვითარებად ბაზრებსა და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში არსებულ მდგრადი დაფინანსების ტენდენციებზე, ასევე, ისაუბრეს SBFN-ისა და IFC-ის მხარდაჭერით მდგრადი დაფინანსების ინიციატივების შემუშავების მხრივ წევრ ქვეყნებში არსებულ გამოცდილებაზე და განიხილეს სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებული ხედვები.

ეკატერინე მიქაბაძემ მრგვალი მაგიდის შეხვედრის მონაწილეებს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ მიღწეული შედეგები გააცნო და ამ მხრივ, SBFN-ისა და IFC-ის მიერ საქართველოსთვის გაწეულ მხარდაჭერაზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი საბანკო და საფინანსო ქსელის, მდგრადი დაფინანსების ექვსსაფეხურიან შეფასების სისტემაში უმაღლეს საფეხურზე დაწინაურდა“, - ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ბოლო წლების განმავლობაში, მდგრადი დაფინანსების მიმართულებით, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკი SBFN-ის ექვსსაფეხურიანი შეფასების სისტემის უმაღლეს საფეხურზე - კონსოლიდაციის ეტაპზე დაწინაურდა. აღნიშნული დაწინაურება მდგრადი დაფინანსების მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობასა და წარმატებულ დანერგვაზე მიუთითებს", - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ მარტში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების რიგით მეხუთე ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიება საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC), IFC-ის პარტნიორ შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოსთან (SECO), და IFC-ის მხარდაჭერით მოქმედ მდგრად საბანკო და საფინანსო ქსელთან (SBFN) თანამშრომლობით გაიმართა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო