Clearstream-ის ხელმძღვანელი - საქართველო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების მხრივ რეგიონში ერთ-ერთი ლიდერია

საქართველო ერთ-ერთი ლიდერია რეგიონში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების მხრივ, რაც განაპირობებს ქართული ფინანსური ინსტიტუტების მზარდ როლს რეგიონის ფინანსურ სექტორში, - ამის შესახებ საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის Clearstream-ის ხელმძღვანელმა იან ვილემსმა ვაშინგტონში, სებ-ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ნათია თურნავასთან შეხვედრისას განაცხადა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ Clearstream-ის ხელმძღვანელი კრისტიან როსლერი, სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ლალიაშვილი.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნული ბანკისა და Clearstream - ის თანამშრომლობას როგორც სავალუტო რეზერვების მართვის სფეროში, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის ქართული ფასიანი ქაღალდების ბაზრის ხელმისაწვდომობის ზრდაში.

„აღინიშნა ის პოზიტიური როლი, რომელსაც Clearstream საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებისთვის ქართულ ბაზარზე წვდომის გაადვილებაში ასრულებს.

ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა Clearstream-თან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ევროპის ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა და ასევე აქტიურია გლობალური მასშტაბითაც.

მისივე თქმით, Clearstream-თან თანამშრომლობა საქართველოს ფინანსური სექტორის გლობალურ ბაზრებთან ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ფაქტორია და ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონის ფინანსურ ჰაბად ჩამოყალიბებას.

მხარეებმა გამოთქვეს მზაობა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით ახალი ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით უცხოელი ინვესტორებისთვის სახსრების დაბანდების რისკის შემცირებისა და ინვესტირების პროცესის გაადვილების კუთხით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო