ლევან ხაბეიშვილი სამართალდამცველს - მამუკა მდინარაძეს არ ჩამორჩებით

მთავრობის ადმინისტრაციასთან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილსა და ერთ-ერთ სამართალდამცავს შორის დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ლევან ხაბეიშვილმა პოლიციის წარმომადგენელს მიმართა, რომ ისინი "მამუკა მდინარაძეს არ ჩამორჩებიან".

"მე მაქვს უფლება თავისუფლად შევიდე მთავრობის ადმინისტრაციაში. რატომ იმალება [ირაკლი კობახიძე]? თქვენ რატომ გეფარებათ?" - განაცხადა ხაბეიშვილმა, რაზეც სამართალდამცავმა ის პროვოკაციაში დაადანაშაულა. აღნიშნულის საპასუხოდ ხაბეიშვილმა მას ისევ მიმართა: "სად მნახე სადმე შევარდნილი? ხომ სირცხვილია, რასაც ლაპარაკობთ? ერთი სული გაქვთ რაიმე მიზეზი მოძებნოთ. მდინარაძეს არ ჩამორჩებით, სამწუხაროდ", - მიმართა ხაბეიშვილმა სამართალდამცავს.

საბოლოოდ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ ხაბეიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში შეიყვანა.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან გადაინაცვლეს, სამართალდამცავთა განსაკუთრებული მობილიზებაა. ადგილზე იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს