ბენიამინ ნეთანიაჰუ - მოკავშირეების რჩევის მიუხედავად, ისრაელი საკუთარ გადაწყვეტილებას მიიღებს და ყველაფერს გააკეთებს თავის დასაცავად

ისრაელი თავად მიიღებს გადაწყვეტილებებს და გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა თავის დასაცავად, თუნდაც ეს ეწინააღმდეგებოდეს მისი მოკავშირეების რჩევებს, - ასეთი განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მავრობის სხდომაზე, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, დევიდ კამერონსა და ანალენა ბერბოკს „ყველა სახის წინადადება და რჩევა“ ჰქონდათ და მიუხედავად იმისა, რომ ამას აფასებს, ისრაელი მაინც „მიიღებს საკუთარ გადაწყვეტილებას და ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა თავის დასაცავად“.

ცნობისთვის, ბრიტანეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები, დევიდ კამერონი და ანალენა ბაერბოკი ისრაელში გუშინ ჩავიდნენ, შაბათს ღამით ისრაელზე ირანის უპრეცედენტო თავდასხმის ფონზე, რომლის დროსაც მან 350 დრონი და რაკეტა გამოიყენა. გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ ისრაელს მოუწოდეს, გამოიჩინოს თავშეკავება თავდასხმის შემდგომ და გააფრთხილეს, რომ ირანთან ნებისმიერი დამატებითი პირდაპირი საომარი მოქმედებები შესაძლოა ახლო აღმოსავლეთს ყოვლისმომცველ ომში გადაიზარდოს. თუმცა, ისრაელმა პირობა დადო, რომ ირანის წინააღმდეგ საპასუხო ქმედებას განახორციელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო