პარლამენტში ხვალ ვახტანგ გომელაურსა და ლევან დავითაშვილს მოუსმენენ

19 აპრილს პარლამენტში ორი მინისტრის - შს მინისტრის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინტერპელაცია გაიმართება.

ვახტანგ გომელაურისა და ლევან დავითაშვილის ინტერპელაცია პლენარული სხდომის დღის წესრიგში უკვე ასახულია.

გომელაური ოპოზიციამ პარლამენტში ოჯახში ძალადობის საკითხთან დაკავშირებით დაიბარა და ამ თემაზე მას მარტის თვეში მიმართა. 19 აპრილს დანიშნულ სხდომაზე შს მინისტრმა უნდა უპასუხოს კითხვას, რა ღონისძიებებს ატარებს უწყება ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დაგვიანებულ რეაგირებაზე, რასაც შედეგად განმეორებითი ძალადობა მოჰყვა. ასევე, რა ღონისძიებები ტარდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც გომელაური პარლამენტში ისაუბრებს, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება.

რაც შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისი მოწვევა კომპანია “ორბი ბახმაროს“ მიერ ბახმაროში დაგეგმილ მშენებლობას უკავშირდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები