სუს-ი - 2023 წელს სხვადასხვა ძალების მიერ წარმოებული კამპანიის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხება, სტრატეგიულ მოკავშირეებთან ურთიერთობების დაზიანება

2023 წელს საინფორმაციო ომის ფარგლებში სხვადასხვა ძალების მიერ წარმოებული კამპანიის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შეფერხება, სტრატეგიულ მოკავშირეებთან პარტნიორული ურთიერთობების დაზიანება, საქართველოს როგორც დემოკრატიული და დასავლური ფასეულობების მატარებელი ქვეყნის იმიჯის დისკრედიტაცია, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების უნდობლობისა და უკმაყოფილების გაზრდა, ასევე, საზოგადოებაში პოლარიზაციის დონის ამაღლება, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.

სუს-ის განმარტებით, 2023 წელს განსაკუთრებით გაზრდილი იყო საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული საფრთხეები. მათი ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ რეჟიმში იღებდა ყველა შესაძლო ზომას, რათა მოეხდინა პრევენცია და აღეკვეთა სხვადასხვა დესტრუქციული ელემენტების მიერ ე.წ. რბილი ძალის, ფარული ოპერაციებისა და საინფორმაციო ომის ინსტრუმენტების გამოყენებით ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაზიანებლად წარმოებული ღონისძიებები.

„საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან, ასევე, სოციალური ქსელებისა და ინტერნეტსივრცის გამოყენებით, მიზანმიმართული პროვოკაციული განცხადებები, რაც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში უკმაყოფილების მუხტის გაღვივებისა და დაპირისპირების პროვოცირების საფრთხეს ქმნიდა.

გამოვლინდა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი ცალკეული ჯგუფები, რომლებიც ზემოაღნიშნული კატეგორიის მოსახლეობაში ავრცელებდნენ ნაციონალისტური ხასიათის განცხადებებს, ცრუ და დამახინჯებულ ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას და ანტიქართულ ნარატივებს.

საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კონტროლზე იყო აყვანილი უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან კავშირში მყოფი პირებისა და პირთა ჯგუფების მიერ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ცალკეული ღონისძიებების ჩატარების მცდელობები. დადგინდა მათი ინტერესები, მიზნები და ამოცანები. მათი საქმიანობის შეზღუდვის მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად, გატარდა კომპლექსური ღონისძიებები.

სამსახურის მიერ გამოვლინდა საზღვარგარეთ რეგისტრირებული ან უცხოური კაპიტალით საქართველოში დაფუძნებული ცალკეული იურიდიული პირები, რომლებიც შესაძლოა გამოიყენებოდეს უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო ოპერაციების რესურსად“, - ნათქვამია ანგარიშში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო