ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეაბილიტირებული რეკრეაციული სივრცე შეემატება

ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირზე, მეტროსადგურ „ღრმაღელის“ მიმდებარედ არსებულ სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერის თქმით, მუნიციპალიტეტი აგრძელებს მწვანე სივრცეების მოწყობას.

„აღნიშნულ პროექტს გამგეობა ახორციელებს. ჩვენთვის მწვანე სივრცეების არსებობა ქალაქში არის ძალიან მნიშვნელოვანი და საზოგადოება ხედავს, 2017 წლის შემდეგ რამდენი ასეთი პროექტი განხორციელდა. რა თქმა უნდა, ეს მიდგომა გაგრძელდება. ძალიან ბევრი სივრცე არსებობს დედაქალაქში, რომლის ათვისება შესაძლებელია. ხედავთ, ირგვლივ რამდენი საცხოვრებელი კორპუსია და ამ ტერიტორიის გალამაზება, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ზაფხულის ბოლოს დასრულებული იქნება სამუშაოები და ძალიან სასიამოვნო გარემო იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ცნობით, ადგილზე ასევე იმყოფებდნენ ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ხელაძე.

„სკვერში უკვე დასრულდა ამორტიზებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი, ჩაისხა ბეტონის კედლები, სკვერის შესასვლელებთან მოეწყო ბაზალტის კიბეები.

პროექტის მიხედვით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები 7000 კვ.მ ფართობზე შესრულდება: დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის სისტემა; მოეწყობა სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, მოსასვენებელი სივრცეები, ახალი საფეხმავლო ბილიკები და ადაპტირებული კიბეები, გარდა ამისა, დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.

მეტროსადგურ „ღრმაღელის“ მიმდებარედ სკვერის სრული რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 1 323 390 ლარს დახარჯავს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო