ვოლოდიმირ ზელენსკი - ორმაგი სტანდარტებიც არსებობს, ყველას დაავიწყდა, რომ ისრაელი ნატო-ს ქვეყანა არ არის

ორმაგი სტანდარტებიც არსებობს, ყველას დაავიწყდა, რომ ისრაელი ნატო-ს ქვეყანა არ არის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრაზილიურ მედიასაშუალებებთან ინტერვიუში განაცხადა.

„როდესაც ომის პირველივე დღიდან ვამბობდით: „ჩაკეტეთ ცა, დაიცავით უკრაინა”, ჩვენ გვეუბნებოდნენ: „ჩვენ ასე შეგვიძლია ვქნათ, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთთან ომში ვიქნებით ჩათრეულნი, ვინაიდან ნატო-ს ქვეყანა არ ხართ, ჩვენ კი ნატო-ს ქვეყნები ვართ… ისრაელთან ვითარება სრულიად პრაგმატული - ყველაფერი უნდა გაენადგურებინათ, რაც ისრაელელებისკენ მიფრინავდა, ყოჩაღ, რომ გაანადგურეს და ადამიანები იქ ცოცხლები არიან, მადლობა ღმერთს! მაგრამ სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტები - რაღაც მომენტში ყველას დაავიწყდა, რომ ისრაელი ნატო-ს ქვეყანა არ არის”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის მხრიდან ისრაელის დაცვის დროს მოკავშირეებმა აჩვენეს, რომ “ტექნოლოგიები საკმარისია ასობით ირანული რაკეტისა და “შაჰედის” ჩამოსაგდებად” და ამის დემონსტრაცია ასევე “რუსეთისთვის დემონსტრაცია უნდა ყოფილიყო”.

„ვინაიდან არაერთხელ რუსეთის ფედერაციის თვითმფრინავებსაც და რაკეტებსაც გადაუკვეთიათ პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცე და იქ არანაირი რეაქციები არ ყოფილა. ეს ორმაგ სტანდარტებზე მეტყველებს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის