მამუკა მდინარაძე - 29 აპრილის შეკრება, ხელისუფლების პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი იქნება - საქართველომ უნდა აჩვენოს, რომ მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას და სწორ ქართულ კურსს

29 აპრილს არის შეკრება, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი იქნება და საქართველომ უნდა აჩვენოს თავისი ძალა, რომ მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ეროვნულობას, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას და სწორ ქართულ მყარ ეროვნულ კურსს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებული კანონპროექტის საყოველთაო- სახალხო განხილვისას განაცხადა, რომელიც ქუთაისში იმართება.

მამუკა მდინარაძემ იმედი გამოთქვა, რომ ამ მიმართულებით მთელი საქართველოს მხარდაჭერა იქნება.

„შეიძლება აქ ბრძანდებით ბევრი ადამიანი, ვინც უჭერთ ჩვენს პოლიტიკურ კურსს მხარს. 29 აპრილს არის შეკრება, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი იქნება და საქართველომ უნდა აჩვენოს თავისი ძალა, რომ მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ეროვნულობას, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას და სწორ ქართულ მყარ ეროვნულ კურსს და ამაში თქვენი და მთელი საქართველოს მხარდაჭერის იმედი გვექნება, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, საყოველთაო-სახალხო შეკრებას გეგმავს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს