დმიტრო კულება ევროკავშირის მინისტრებს - შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ყველაზე უარესი სცენარი, თუ ვიმოქმედებთ ერთად და შიშის გარეშე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს მიმართა და უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად კონკრეტული და თამამი გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ყველაზე უარესი სცენარი, თუ ვიმოქმედებთ ერთად და შიშის გარეშე. საჭიროა კონკრეტული და თამამი გადაწყვეტილებები უკრაინისთვის Patriot-ის და SAMP/T-ის დამატებითი სარაკეტო სისტემების, საარტილერიო და საბრძოლო მასალისა და სხვა იარაღისა და აღჭურვილობის მისაწოდებლად. ახლა, როცა ერთ მაგიდასთან ხართ შეკრებილი, დროა იმოქმედოთ და არა დისკუსია გამართოთ“, - განაცხადა კულებამ.

მან მადლობა გადაუხადა ევროპელ კოლეგებს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინისთვის გაწეული სამხედრო და სხვა მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ევროპა არ უნდა მოდუნდეს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ რამდენიმე დღის წინ უკრაინის დახმარების პროექტის დამტკიცების მიუხედავად.

კულებას თქმით, რუსეთის შეჩერება მხოლოდ ძალას შეუძლია და სიფრთხილე მხოლოდ მის პროვოცირებას ახდენს.

„ერთადერთი გზა იმისთვის, რომ პუტინს ევროპაში დიდი ომის გაჩაღების საშუალება არ მიეცეს, რუსეთის საოკუპაციო ძალებისთვის უკრაინის ტერიტორიაზე მტკივნეული დანაკარგების მიყენებაა. მხოლოდ ჩვენს ტერიტორიაზე დამარცხებით შეიძლება ვაიძულოთ პუტინი, უარი თქვას მოლდოვას, პოლონეთის, ბალტიის ქვეყნები, ფინეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიულ გეგმებზე“, - აღნიშნა კულებამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო