გაეროს დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი - პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, მაგრამ მტკიცებულებები, რომ თანამშრომლები ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან, ისრაელს ჯერ არ წარმოუდგენია

გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, მაგრამ ისრაელს მტკიცებულებები, რომ სააგენტოს თანამშრომლები ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან, ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია, - ამის შესახებ გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის მიმოხილვაშია ნათქვამი.

„გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტო პალესტინელების ადამიანური და ეკონომიკური განვითარებისთვის შეუცვლელად რჩება“, - ნათქვამია მოხსენებაში.

გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს საგამოძიებო ჯგუფს საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, კატრინ კოლონა ხელმძღვანელობდა.

დამოუკიდებელმა საგამოძიებო ჯგუფმა მუშაობა თებერვალში მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ სააგენტოს 12 თანამშრომელი „ჰამასის“ მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა