სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დემარკაცია დაიწყეს

სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დემარკაცია დაიწყეს და პირველი სასაზღვრო ბოძი განათავსეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი შაჰინ მუსტაფაევი ავრცელებენ.

“პირველი სასაზღვრო ბოძი დადგმულია სომხურ-აზერბაიჯანული სახელმწიფო საზღვრის თავუშ-ღაზახის მონაკვეთზე”, - წერს ფაშინიანი Facebook-ის პირად გვერდზე და შესაბამის ფოტოსაც აქვეყნებს.

აზერბაიჯანი ვიცე-პრემიერი შაჰინ მუსტაფაევი ადასტურებს პირველი სასაზღვრო ბოძის დადგმას და აღნიშნავს, რომ ორი ქვეყნის საექსპერტო ჯგუფები მუშაობას აგრძელებენ.

ცნობისთვის, გასულ კვირას სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა პირველად გამოაცხადეს წინასწარი შეთანხმება რვა სასაზღვრო სოფლის მახლობლად საზღვრების დელიმიტაციის შესახებ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო