არგენტინამ, 1994 წელს ბუენოს-აირესში ებრაული კულტურის ცენტრის აფეთქების გამო, ინტერპოლს ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის დაკავების თხოვნით მიმართა

არგენტინამ, 1994 წელს ბუენოს-აირესში ებრაული კულტურის ცენტრის აფეთქების გამო, ინტერპოლს ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის დაკავების თხოვნით მიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„არგენტინა იმ პირების საერთაშორისო დაკავებას ითხოვს, რომლებიც 1994 წელს ებრაულ კულტურის ცენტრზე განხორციელებულ თავდასხმაზე არიან პასუხისმგებლები და თავიანთ თანამდებობებზე დაუსჯელად რჩებიან. ერთ-ერთი მათგანი აჰმად ვაჰიდია, რომელიც თავდასხმაზეა პასუხისმგებელი“, - ნათქვამია არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

12 აპრილს არგენტინის სასამართლომ 1992 წელს ბუენოს-აირესში ისრაელის საელჩოს აფეთქებასა და 1994 წელს ებრაული კულტურის ცენტრის აფეთქებაში ირანი დაადანაშაულა.

1994 წელს ბუენოს-აირესში ებრაული კულტურის ცენტრის აფეთქების შედეგად, 85 ადამიანი დაიღუპა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები