მაია ომიაძე ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე აშშ-ში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ტურიზმის როლი შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკაში“-პანელურ დისკუსიაში მაია ომიაძემ ტურიზმის მიმართულებით საქართველოს მიღწევების შესახებ ისაუბრა.

„მაია ომიაძემ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული აქტივობები და დაგეგმილი პროექტები.

კონფერენციას „საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები შავი ზღვის სტრატეგიის კონტექსტში“ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ელიოტის საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლამ უმასპინძლა.

კონფერენციაზე გახსნითი სიტყვით წარდგა აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი.

კონფერენციას ესწრებოდნენ სტუდენტები ჰარვარდის, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტებიდან, ვაშინგტონში საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის თემაზე მომუშავე ექსპერტები, ვაშინგტონში აკრედიტებული დიპლომატები და აშშ-ის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს