დიასპორის საკითხებში ისრაელის მინისტრი - ხმის მიცემის უფლებით ამერიკის მოქალაქე რომ ვიყო, ხმას ტრამპსა და „რესპუბლიკელებს“ მივცემდი

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას დონალდ ტრამპს მივცემდი, - ამის შესახებ დიასპორის საკითხებში ისრაელის მინისტრმა, ამიჩაი ჩიკლიმ განაცხადა.

„აშშ [ჯო ბაიდენის] ხელმძღვანელობით ძალის დემონსტრირებას ვერ ახდენს და ეს ისრაელსა და სხვა ქვეყნებს ზიანს აყენებს. ბაიდენი ისრაელის მეგობარია, მაგრამ ის ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რაც მასზე მოქმედებს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ზიანს აყენებს“, - განაცხადა ამიჩაი ჩიკლიმ.

დიასპორის საკითხებში ისრაელის მინისტრმა, ამიჩაი ჩიკლიმ კომენტარი აშშ-ის სენატის მიერ ისრაელის დახმარების პაკეტის დამტკიცებიდან რამდენიმე საათში გააკეთა.

„მან ომის დაწყებისას „ჰეზბოლას“, ისევე როგორც ირანს, „არა“ განუცხადა. ჩვენ შედეგი ვნახეთ. ხმის მიცემის უფლებით ამერიკის მოქალაქე რომ ვიყო, ხმას ტრამპსა და რესპუბლიკელებს მივცემდი“, - აღნიშნა ჩიკლიმ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები