გიორგი ამილახვარმა მარნეულის მუნიციპალიტეტში ჟვანიას სკოლის ახლად რეაბილიტირებული სასწავლო ცენტრი გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მარნეულში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ახლად რეაბილიტირებული რეგიონული ცენტრი გახსნა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საუბრისას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ქართული ენის სწავლების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ტარიელ გუგავამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, კახა კობერიძემ, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაურ დარგალმა, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, ქეთევან ჯაყელმა და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი კუპრავამ მიიღეს.

მარნეულის ახლად რეაბილიტირებული რეგიონული სასწავლო ცენტრის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ენის სწავლების უზრუნველყოფა, ეთნიკური უმცირესობების ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ქართული ენის პოპულარიზაცია და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერა.

ცენტრი წლის ბოლომდე 2 000-მდე მსმენელს მოემსახურება და მიმდინარე სასწავლო პროცესში 12 ტრენერი იქნება ჩართული.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის სასწავლო ცენტრის შენობის სრული რეაბილიტაცია სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. ინფრასტრუქტურული პროექტის საერთო ღირებულებამ 150 700 ლარი შეადგინა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის