18 სახელმწიფოს ლიდერი „ჰამასს“ მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

18 სახელმწიფოს ლიდერი „ჰამასს“ მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და არგენტინის, ავსტრიის, ბრაზილიის, ბულგარეთის, კანადის, კოლუმბიის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, უნგრეთის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, სერბეთის, ესპანეთის, ტაილანდისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და „ჰამასს“ მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

„ხაზს ვუსვამთ, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ და ხანგრძლივ შეწყვეტას გამოიწვევს, რაც ღაზის სექტორისთვის საჭირო ჰუმანიტარული დახმარების მოცულობას გაზრდის და საომარი მოქმედებების გრძელვადიან შეწყვეტას გამოიწვევს. ჩვენ „ჰამასს“ მოვუწოდებთ, რომ მძევლები გაათავისუფლოს და ეს კრიზისი დაასრულოს, რათა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის ჩვენი ძალისხმევა გავაძლიეროთ“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები