ასლან ბჟანია - არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ აფხაზეთზე რუსეთის გავლენა მხოლოდ დამღუპველ ხასიათს ატარებს და საჭიროა რუსული გავლენის მაგივრად ანგლოსაქსების გავლენის გავრცელება - რატომ არ მუშაობენ იმაზე, რომ საქართველომ გვაღიაროს?

საჭიროა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში დეტალურად გარკვევა, რუსული გავლენის ანგოსაქსური გავლენით ჩანაცვლება სურთ. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “პრეზიდენტმა” ასლან ბჟანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. “აფხაზეთის ხელისუფლება” დეტალურად უნდა გაერკვეს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში, კერძოდ ისეთების, რომლებიც “რუსეთისა და აფხაზეთის მიმართ არამეგობრულად განწყობილი” სახელმწიფოების მხრიდან ფინანსდებიან. კერძოდ, მან USAID-ის საქმიანობა დაასახელა.

“[ისინი] თვლიან, რომ რუსეთის აფხაზეთზე გავლენა მხოლოდ და მხოლოდ დამღუპველ ხასიათს ატარებს, და საჭიროა ამ გალვენის შემცირება. და რუსული გავლენის მაგივრად აქ ანგლოსაქსების გავლენის გავრცელება”, - განაცხადა ბჟანიამ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “პრეზიდენტის” თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციები იმის პირობებს ქმნიან, რომ აფხაზეთი “საქართველოს შემადგენლობაში შევიდეს”.

“რატომ არ მუშაობენ იმაზე, რომ საქართველომ გვაღიაროს? - თუ საქართველო აფხაზეთის დამოუკიდებლბას აღიარებს, ყველა საკითხი ავტომატურად იხსნება… მიმდინარეობს იდეოლოგიური მუშაობა იმ ნაწილში, რომელიც ჩვენს ახალგაზრდობას ეხება. სრულიად ზუსტად შეგვიძლია თქმა, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მუშაობს, მიზანმიმართულად დაკავებულია იმით, რომ რუსეთის ფედერაციასთან ჩვენი ურთიერთობები გაუარესდეს. რუსეთის ფედერაციასთან ზოგიერთი ჩვენი პროექტებისა და საბუთების ბლოკირებაზე გარკვეულ აქციებს ატარებენ. ამ ყველაფერს ადგილი აქვს. ამიტომ, ამ მხრივ, გარკვეული წესრიგის დამყარება გვსურს”, - განაცხადა ბჟანიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბიჭვინთაში რუსეთისთვის აგარაკის გადაცემის საკითხში “წერტილია დასმული”.

“[აგარაკზე] გადაწყვეტილება მიღებულია - სამართლიანი გადაწყვეტილება, სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც რუსული მხარე 13 წელი ელოდებოდა”,-განაცხადა ე.წ. “პრეზიდენტმა”.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა