რადოსლავ სიკორსკი - ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან ომის 5 წუთში დასრულება შეუძლია

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეუძლია, უკრაინაში დაწყებული ომი ხუთ წუთში დაასრულოს - რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან ერთი სატელეფონო ზარით.

მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთმა პოლონელმა პარლამენტარმა სიკორსკის ჰკითხა, აქვს თუ არა პოლონეთს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების სცენარები.

”დიახ, აქვს. უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების აღდგენა პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ე.წ. მშვიდობის ფორმულის შესაბამისად“, - აღნიშნა სიკორსკიმ.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინს შეუძლია ომის ხუთ წუთში შოიგუსთან ერთი სატელეფონო ზარით და სიტყვებით : „უკრაინიდან ჯარები გაგვყავს“.

„სამწუხაროდ, უკრაინა ომს ერთი სატელეფონო ზარით ვერ დაასრულებს, ეს დიდი განსხვავებაა“, - აღნიშნა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს