კახაბერ ლაბუჩიძე - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს განა აუცილებლად მივიღებთ, აუცილებელია, რომ მივიღოთ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს გაშმაგებით ებრძვიან ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ლიდერები, არავინ სხვა, და ისინი შანტაჟის ენით საუბრობენ, - განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახაბერ ლაბუჩიძემ, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

კახაბერ ლაბუჩიძემ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, პოლიტიკური გზა გაიხსენა და დღეს მიმდინარე მოვლენებთან პარალელები გაავლო.

მისი თქმით, 9 აპრილ გამოვლილ ერს მაშინ ევროპის ლიდერებმა უთხრეს, რომ დამოუკიდებლობაზე ფიქრი უდროო იყო და ერი დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა.

„მაშინ არ შევეპუეთ არაფერს და დამოუკიდებლობა მაინც გამოვაცხადეთ. ახლა სიტყვები შეცვალეს. თუ მაშინ გვეუბნებოდნენ, დინების საწინააღმდეგოდ მიცურავთო, ახლა გვეუბნებიან, ეს რუსული კანონიაო. გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტში სხვა არაფერი წერია, გარდა იმისა, თუ რა ფული შემოდის და რაში იხარჯება. ეს უნდა იცოდეს მთელმა ქვეყანამ. ამ კანონს განა აუცილებლად მივიღებთ, აუცილებელია, რომ მივიღოთ“, - განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ.

აღნიშნულ კომენტარს საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო