ჯო ბაიდენი - დიახ, ასაკი პრობლემაა: მე ვარ ზრდასრული მამაკაცი, რომელიც 6 წლის ბიჭის წინააღმდეგ იყრის კენჭს

რა თქმა უნდა, 2024 წლის არჩევნები გაჩაღებულია და, დიახ, ასაკი პრობლემაა: მე ვარ ზრდასრული მამაკაცი, რომელიც 6 წლის ბიჭის წინააღმდეგ იყრის კენჭს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „რესპუბლიკელ“ მეტოქოზე, დონალდ ტრამპზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც „მძინარე დონი“ უწოდა.

”ასაკი ერთადერთი რამ არის რაც საერთო გვაქვს. ჩემი ვიცე-პრეზიდენტი, ფაქტობრივად, მიდასტურებს ამას“, - აღნიშნა ბაიდენმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა განსხვავებას მისი და დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიებს შორის, რომლის სასამართლო პროცესი, პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელის გასაჩუმებლად 130 000 აშშ დოლარის გადახდის საქმეზე, ნიუ-იორკში აპრილის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობს.

„დონალდს ბოლო დროს რამდენიმე მძიმე დღე ჰქონდა. შეიძლება მას „ქარიშხლიანი“ ამინდიც უწოდოთ“, - აღნიშნა ბაიდენმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები