ალექსანდრ სირსკი - ფრონტზე სიტუაცია გაუარესდა - მტერი აქტიურად უტევს ფრონტის მთელ ხაზს და  ზოგიერთ მიმართულებით ტაქტიკური წარმატებები აქვს

უკრაინის მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, რუსეთის თავდასხმების ფონზე ფრონტის ხაზზე ვითარება გაუარესდა.

მისი ინფორმაციით, უკრაინული ძალები დონეცკში გარკვეული პოზიციებიდან გაიყვანეს.

მისი განმარტებით, ბრძოლების დიდი ნაწილი მიმდინარეობს ჩასივ იართან, რომლის აღებასაც რუსეთი ავდიივკას დაპყრობის შემდეგ ცდილობს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ფრონტზე არსებული ზოგადი მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა:

„სიტუაცია ფრონტზე გაუარესდა. სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდებისა და ფრონტის ხაზის გარღვევის მცდელობისას მტერმა თავისი ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირება მოახდინა რამდენიმე მიმართულებით, შექმნა რა ძალებითა და საშუალებებით მნიშვნელოვანი უპირატესობა. ის აქტიურად უტევს ფრონტის მთელ ხაზს და ზოგიერთ მიმართულებით ტაქტიკური წარმატებები აქვს “, - აღნიშნა სირსკიმ.

მისი თქმით, დაძაბულობა არ ცხრება სამხრეთით, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, სადაც რუსული ჯარები ცდილობენ წინსვლას, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევენ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს