ყარაჩაი-ჩერქეზეთში თავდასხმას ორი პოლიციელი ემსხვერპლა

ყარაჩაი-ჩერქეზეთში, მარა-აიაგის დასახლებაში შეიარაღებული პირები საგზაო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს დაესხნენ თავს, მათი მიმართულებით ასაფეთქებელი მოწყობილობა ისროლეს და ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს, - ინფორმაციას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კურგანის ოლქში მივლინებული ორი თანამშრომელი, დაშავდა საგზაო პოლიციის რეგიონალური განყოფილების ორი თანამშრომელი, რუსეთის ეროვნული გვარდიის თანამშრომელი და კურგანის ოლქის რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცავებმა ხუთივე თავდამსხმელის ადგილზევე ლიკვიდაცია განახორციელეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე რამდენიმე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.

„ლიკვიდირებული პირები პოლიციელებზე მიმდინარე წლის 22 აპრილს განხორციელებული თავდასხმის სავარაუდო მონაწილეები არიან“, - აცხადებენ საგამოძიებო კომიტეტში.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის რეგიონულმა დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საქმე სამართალდამცავების სიცოცხლის ხელყოფისა და იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარება-შენახვის მუხლით აღძრა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა