ირაკლი ლექვინაძე ცენტრალური აზიის კონკურენციის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ყაზახეთის რესპუბლიკის კონკურენციის დაცვისა და განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებული ცენტრალური აზიის კონკურენციის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

მათი ცნობით, ირაკლი ლექვინაძემ საქართველოში კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმებზე, ფარმაცევტულ ბაზარზე სააგენტოს მიერ განხორციელებულ მონიტორინგზე და გაცემულ რეკომენდაციებზე ისაუბრა.

„ფარმაცევტულ ბაზარზე 2022 წელს, მონიტორინგის ფარგლებში 13 რეკომენდაცია გავეცით, რომლის დანერგვაც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების შესაბამისად, ბაზარზე კონკურენციის კუთხით პოზიტიური შედეგები და ფასების შემცირება ფიქსირდება. რაც შეეხება კონცენტრაციებს, შემუშავებულია კონტროლის ეფექტური მექანიზმი და ყოველკვარტალურად მიმდინარეობს განხორციელებული გაერთიანებების შემოწმება, შეუტყობინებლობის შემთხვევებში ხდება რეაგირება“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, ფორუმში ასევე მონაწილეობდა სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ქედელიძე, რომელმაც პრეზენტაციის ფორმატში მონაწილეებს ფარმაცევტულ სექტორში განხორციელებული აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ყაზახეთში, ქალაქ ალმათიში, გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა 15 ქვეყნის 200 დელეგატი. მათ შორის, კონკურენციის უწყებების პირველი პირები. კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN), თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD), და გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) წარმომადგენლები. მრგვალი მაგიდის ფორმატში, მონაწილეებმა განიხილეს კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით მიღებულ შედეგები, უახლესი ტენდენციები, მიმდინარე გამოწვევები და შესაძლებლობები.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა