„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

დღეს, 29 აპრილს, ნაძალადევის რაიონში, მონადირის ქუჩაზე სატუმბო სადგურის მიმდებარედ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად გადაუდებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

აღიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს, 29 აპრილს დღის 13:00 საათიდან 30 აპრილის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:

გლდანი-ნაძალადევის რაიონში: იპოლიტოვ-ივანოვის, ჯანჯღავას და ჩიქვანაიას ქუჩებს ჩიხებითა და შესახვევით, ბოჭორიშვილის, ქერჩის, ილორის, კაჭარავას, ანდრონიკაშვილის, ხიზანიშვილის, ჩოლოყაშვილის, მონადირის, გობრონიძისა და მიმდებარე ქუჩებს;

სოფელ გლდანში: 26 მაისის, ყაზბეგის, წერეთლის, თამარ მეფის, მრევლიშვილის, დარასელიას, თავდადებულის ქუჩებს; ცენტოლიტის, ავშნის, გაზისა და ავჭალა 2-ს დასახლებებს; ავჭალა 1-ში: გაბაშვილის, მარჯნის, ღვალაძის, ქობის, ბრონშტეინის ქუჩებს თავისი შესახვევებით და ჩიხებით,

მუხიანის I და II მიკრო-რაიონებს, III მიკრო რაიონის N17-22 კორპუსებს, IVა მიკრო რაიონის N 1-7 კორპუსებს, თემქის III მიკრო რაიონის ნაწილს, მუხიანი 2-ს, მუხიანის მე-4, მე-4ა, მე-4ბ მიკრო რაიონებს და ანდრონიკაშვილის II შესახვევს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge

აღნიშნულ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა