გიგი წერეთელი - დღევანდელმა საკომიტეტო განხილვამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მთავარი პრობლემა „ოცნების“ მმართველობის მოდელშია და არა მხოლოდ კანონის ცალკეულ მუხლებში

დღევანდელმა საკომიტეტო განხილვამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მთავარი პრობლემა „ოცნების“ მმართველობის მოდელშია და არა მხოლოდ კანონის ცალკეულ მუხლებში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის იურიდიულ კომიტეტში განხილვას გამოეხმაურა.

წერეთლის თქმით, ამ განხილვამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანა და მიზანი რუსული ტიპის კანონის ნებისმიერი საშუალებით მიღებაა.

“როგორც ჩანს, რაიონებიდან აქტივის მობილიზაციასთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობამ დაგეგმა, რომ ეს პროცესი მკაცრი ცენზურითა და ოპოზიციისთვის დამამცირებელი ფორმით წარემართა, ლოგიკურად ჩნდება კითხვა - ღირს თუ, არა ასეთ განხილვაში მონაწილეობის მიღება და თითქოს ლეგიტიმური და დემოკრატიული სურათის შექმნა.

ვერ წარმომიდგენია რომელიმე ნორმალური ქვეყნის პარლამენტი, სადაც შესაძლებელია კომიტეტში დებატების და დამატებითი კითხვების გამო ამდენი ოპოზიციონერი დეპუტატის დარბაზიდან გაძევება. დღევანდელმა საკომიტეტო განხილვამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაგვანახა, რომ მთავარი პრობლემა ოცნების მიერ შექმნილ მმართველობის მოდელსა და სისტემაშია, სწორედ ეს არის შესაცვლელი და არა მხოლოდ კანონის რომელიმე მუხლი”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა