მიხეილ ყაველაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ - მსახურები ხართ, რასაც გეტყვიან, ყველა დირექტივას ასრულებთ - 2008 წლის ომთან დაკავშირებითაც დავალებას ასრულებდით

რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი პოზიტიური დაფინანსებაა, მაგრამ რაზეც კითხვები გვაქვს, პასუხები ჯერ ვერ მივიღეთ და სწორედ გამჭვირვალობის კანონი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გავარკვიოთ „ენჯეოები" როგორ ფინანსდებიან,- ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის" პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, „ამერიკაშიც ბრძოლა მიდის და იგივე პროცესი მიმდინარეობს ევროპაშიც“. მისი თქმით, ოპოზიციონერ ლიდერებს გამბედაობა არ ჰყოფნით სიმართლე ილაპარაკონ.

„რა თქმა უნდა, აუცილებელია ამ კანონპროექტის მიღება - გამჭვირვალობა, რომელიც უნდათ, რომ უარყოფით კონტექსტში გამოიყენონ, იმ ძალას მიესადაგება, რომელმაც შეიძლება ის პროცესი დაგეგმა, რაზეც გუშინ საუბარი იყო - დღეს ქილიკის საგანია „გლობალური ომის პარტია" - „ხალხის ძალა" დიდი ხანია ამ თემაზე ვსაუბრობთ. თქვენგან, არც ერთისგან არ მომისმენია რა ხდება ევროპაში, რატომ იძახის მაკრონი, რომ ჩვენ ვასალები არ უნდა ვიყოთ და ევროპას უნდა მივხედოთო. მსახურები ხართ - რასაც გეტყვიან, ყველა იმ დირექტივებს ასრულებთ, არც გამბედაობა გყოფნით. დიახ, „გლობალური ომის პარტიაა" - ამერიკაშიც როგორი ბრძოლა მიდის ერთმანეთში, როგორია ეს პროცესები ევროპაშიც და როგორ მიდის საუბარი დამოუკიდებლობაზე ევროპაში.

დიახ, 2008 წლის ომთან დაკავშირებითაც დავალებას ასრულებდით - დავალება იყო ის, რომ სიტუაცია დაგეთბოთ. ბოკუჩავამ არ დამალა, „მაშინ მოგვიწოდეს, რომ სიტუაცია უნდა დაგვეთბოო". სტრატეგიული ობიექტები [რუსეთს] მიყიდეთ, რადგან „გლობალური ომის პარტიას" ასე სჭირდებოდა. ფაქტებზე გესაუბრებით - ეს არის განსხვავება. დასავლეთს პარტნიორებად ვთვლით, მაგრამ არ დავუხრით თავს, სიმართლეზე ვესაუბრებით. ამ ყველაფერს გამჭვირვალობა სჭირდება. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი პოზიტიური დაფინანსებაა, მაგრამ რაზეც კითხვები გვაქვს, პასუხები ჯერ ვერ მივიღეთ და სწორედ კანონი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გავარკვიოთ „ენჯეოები" როგორ ფინანსდებიან, რა მიზნები აქვთ და ა.შ.", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა, რომლის განცხადებასაც პრესსამსახური ავრცელებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო