ეროვნულ ბანკში DFI-ის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები განვითარების ფინანსური ინსტიტუტების (Development Finance Institutions) მაღალი რანგის წევრებს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

შეხვედრას აზიის განვითარების ბანკის (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის და ინვესტიციების ბანკის (AIIB), ევროპის საინვესტიციო ბანკის(EIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებისა ბანკის (EBRD), საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF), ნიდერლანდების განვითარების ბანკის (FMO), საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC), ინტერ ამერიკული განვითარების ბანკის (IDB), მსოფლიო ბანკის (WB), სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ გახსნა, რომლის თქმით, აღნიშნული შეხვედრის ეროვნულ ბანკში ჩატარება დიდი პატივია და ეს სიმბოლურია, რადგან ხაზს უსვამს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას იმ რეფორმებისადმი, რომელსაც საქართველო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დახმარებით ახორციელებს ადგილობრივი ფინანსური ბაზრების განვითარების სფეროში.

პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე განხილულ იქნა ადგილობრივი ფინანსური ბაზრების განვითარების საკითხები და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების როლი და მიდგომები, ასევე წარმატებული მაგალითები. ეროვნულმა ბანკმა DFI-ს წარმომადგენლებს საქართველოს გამოცდილება გაუზიარა.

DFI-სთან ერთობლივი შეხვედრა წელიწადში ორჯერ ტარდება. ამჯერად აზიის განვითარების წლიური შეხვედრების პარალელურად იმართება და მისი მასპინძელი, როტაციის პრინციპით სწორედ აზიის განვითარების ბანკია.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა