აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ ინგოროყვას ქუჩა გადაკეტეს - ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული

აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მსვლელობით მივიდნენ და ინგოროყვას ქუჩა გადაკეტეს.

დემონსტრანტები გზის სავალ ნაწილზე სხედან და ავტომობილებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევენ.

როგორც ორგანიზატორებმა აქციის მონაწილეებს განუცხადეს, „ქართული ოცნების“ წევრები შესაძლოა, პოლიციამ ინგოროყვას ქუჩის მხრიდან გაიყვანოს.

მთავრობის ადმინისტრაციის შესავლელთან დგას პოლიციის კორდონი, ხოლო ეზოში მობილიზებულია სპეცრაზმი.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს