გაბრიელიუს ლანდსბერგისი - გულგატეხილი ვარ საქართველოს მომავალზე - ისეთი გრძნობაა, თითქოს მეგობარს ვკარგავთ

გულგატეხილი ვარ საქართველოს მომავალზე - ისეთი გრძნობაა, თითქოს მეგობარს ვკარგავთ , - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“გულგატეხილი ვარ საქართველოს მომავალზე ივანიშვილის ხედვის მოსმენით. შოკირებული ვარ ურთიერთობების ასეთი უეცარი ცვლილებით ქვეყნებთან, მათ შორის ლიეტუვასთან, რომლებიც საქართველოს უახლოესი მოკავშირეები იყვნენ. ისეთი გრძნობაა, თითქოს მეგობარს ვკარგავთ.

საქართველოს ხალხს მხარს ვუჭერდით ნამდვილი დამოუკიდებლობის პირველი ყვავილების აყვავებიდან. ლიეტუველებს თქვენი გამარჯვებები უხაროდათ, მხარში ვიდექით, როდესაც რუსეთი თავს დაგესხათ, ვტიროდით თქვენი სიცოცხლისა და მიწის დაკარგვაზე.

ახლა შოკირებულები ვართ იმის დანახვით, თუ როგორ მიათრევენ ქართველებს არათავისუფლებისკენ ისინი, ვისაც თავად ყველაზე მეტად ეშინიათ თავისუფლების. მაგრამ ვიცით, რომ ქართველები, ლიეტუველებივით, მარად თავისუფალი სულისკვეთების არიან და თავისუფლება ყოველთვის აყვავდება”, - წერს ლანსბერგისი.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს