აქციის მონაწილეთა ნაწილმა სანაპიროზე გადაინაცვლა - გზის სავალი ნაწილი ავტომობილებისა და ავტობუსების გამოყენებით არის ჩახერგილი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა ნაწილმა სანაპიროზე გადაინაცვლა.

დემონსტრანტები ამ წუთებში მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან. დემონსტრანტები გზის სავალ ნაწილზეც სხედან.

გზის სავალი ნაწილი, მათ შორის ავტომობილების და ავტობუსების გამოყენებით არის გადაკეტილი.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ “არა რუსეთს”.

როგორც “ინტერპრესნიუსს” აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ უთხრა, ისინი იუსტიციის სახლთან მას შემდეგ გადავიდნენ, რაც სპეცრაზმმა რამდენჯერმე გაუშვა ე.წ.მხუთავი გაზი და წყლის ჭავლი.

აქციის მონაწილეებმა სათითაოდ წაიკითხეს “ქართული ოცნების” დეპუტატთა სახელები და გვარები, რომლებმაც“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ხმა მისცეს. ისინი თითოული დეპუტატის სახელი და გვარის წარმოთქმისას კანდირებენ “მონა”.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა სპეციალური საშუალებების გამოყენებით, მათ შორის წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით, რამდენჯერმე სცადეს. ამის მიუხედავად პროტესტის მონაწილეთა ნაწილი რუსთაველის გამზირზე კვლავ რჩება.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია