რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებები გრძელდება.

სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი დაშლას არ აპირებენ. ისინი მიმართავენ სპეცრაზმს, რომ არ გამოიყენონ მათ წინააღმდეგ ძალა.

პოლიციამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების დასაშლელად, რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი, ე.წ. წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი. საპასუხოდ, აქციის მონაწილეები სპეცრაზმის მიმართ წყლის ბოთლებს ისვრიან. გარდა ამისა, არიან დაშავებულები, რომელთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია