ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი - პოლიცია მიზღუდავს შესაძლებლობას, მოვინახულო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი  და დავაფიქსირო ის დაზიანებები, რომელიც მან მიიღო

პოლიცია გვიზღუდავს იმის შესაძლებლობას, რომ მოვინახულო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და დავაფიქსირო ის დაზიანებები, რომელიც მან მიიღო, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა, ვანო პეტრიაშვილმა.

ვანო პეტრიაშვილის განმარტებით, ლევან ხაბეიშვილის დაზიანებების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, რადგან მასთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მიეცა.

„ვცდილობთ ლევანთან შესვლას, რის შესაძლებლობასაც არ გვაძლევს დაცვის სამსახური. ასევე აქ არის მობილიზებული პოლიცია, რომელიც რეალურად გვიზღუდავს უფლებას იმისა, რომ შევხვდე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, მოვინახულო ის, დავაფიქსირო ის დაზიანებები, რომელიც მან მიიღო. არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს ახლა და როდესაც შევალ უკვე მის სანახავად, მაშინ დავაზუსტებ ამ ინფორმაციას“, - განაცხადა ვანო პეტრიაშვილმა.

ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ნაცემია. ლევან ხაბეიშვილს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები