სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია და პოსტერების კონკურსი - „ევროკავშირი დღეს: ინტეგრაციის გამოწვევები, შესაძლებლობები და პერსპექტივები“ გაიმართება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ჟან მონეს კათედრა ილიაუნიში“ და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია და პოსტერების კონკურსი - ევროკავშირი დღეს: ინტეგრაციის გამოწვევები, შესაძლებლობები და პერსპექტივები გაიმართება.

ამის შესახებ ინფომარციას ილიას სახელმწიფო უნივერისტეტი ავრცლებს.

მათი ცნობით, კონფერენციასა და პოსტერების კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების (პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპისმცოდნეობა, საჯარო მართვა, სოციოლოგია და სხვ.) საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის პროგრამების სტუდენტებს.

„13 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ჟან მონეს კათედრა ილიაუნიში“ და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია და პოსტერების კონკურსი - ევროკავშირი დღეს: ინტეგრაციის გამოწვევები, შესაძლებლობები და პერსპექტივები გაიმართება.

კონფერენციასა და პოსტერების კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების (პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპისმცოდნეობა, საჯარო მართვა, სოციოლოგია და სხვ.) საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის პროგრამების სტუდენტებს.

კონფერენცია დაიყოფა 3 თემატურ პანელად:

  1. ევროკავშირის შიდა გამოწვევები: ნაციონალიზმი, პოპულიზმი და დემოკრატიის მედეგობა
  2. ევროკავშირი და ტურბულენტური საერთაშორისო წესრიგი
  3. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები: გამოწვევები და პერსპექტივები

საუკეთესო მოხსენებებისა და პოსტერების ავტორები დაჯილდოვდებიან ლიგამუსის ვაუჩერებით. საუკეთესო მოხსენებები ასევე გამოქვეყნდება ელექტრონულად.

კონფერენციისა და პოსტერების კონკურსის მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

კონფერენციასა და პოსტერების გამოფენაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინოთ საკონფერენციო მოხსენების მოკლე აღწერა და/ან პოსტერის ფოტო. მოხსენების თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს კონფერენციის ზემოთ ჩამოთვლილი თემატური პანელებიდან ერთ-ერთს. შესაძლებელია, როგორც მხოლოდ მოხსენების, ასევე მხოლოდ პოსტერის წარმოდგენა.

დოკუმენტაცია:

  • მოხსენებისტექსტიძირითადითეზისებისსახით (დაახლოებით 800-1000 სიტყვა)
  • პოსტერისშემთხვევაში – შესაბამისიორიგინალურივიზუალურიმასალა (ფოტო, ნახატი) კონფერენციისთემატიკაზე.

მოხსენება და/ან პოსტერის ფოტომასალა მიმდინარე წლის 3 მაისის ჩათვლით უნდა გაგზავნოთ ელფოსტაზე: jeanmonnetchair@iliauni.edu.ge

წერილის სათაურის ველში (Subject) ჩაწერეთ − სტუდენტური კონფერენცია 2024.

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი უზრუნველყოფს წარმოდგენილი საკონფერენციო მოხსენებებისა და პოსტერების გადარჩევას. შერჩეულ კანდიდატებს ინფორმაცია მონაწილეობის დადასტურებასთან დაკავშირებით მიეწოდებათ 8 მაისს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის