გიორგი ჩაკვეტაძე - პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე - ყველა გადაცდომაზე შესაბამისი რეაგირება იქნება

პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე - ყველა გადაცდომაზე შესაბამისი რეაგირება იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი ჩაკვეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აქციის დარბევა და სისასტიკე იყო ის, რაც 7 ნოემბერსა და 26 მაისს მოხდა.

„პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე. ყველა შესაბამის გადაცდომაზე, რომელიც იქნება ერთი მხრივ აქციის მონაწილეების მხრიდან, ან მეორე მხრივ, შეიძლება იყოს პოლიციის მხრიდან, შესაბამისი რეაგირება იქნება. განვიხილავთ კანონპროექტს, რომლის განხილვაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ეს განხილვები წარიმართოს ძალიან მშვიდობიან რეჟიმში. სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე. ის ღონისძიებები გატარდება, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი მშვიდობის შესანარჩუნებლად. როგორც ჩანს, არ გახსოვთ, რას ნიშნავს აქციის დარბევა - 7 ნოემბერი, 26 მაისი - ესაა აქციის დარბევა, რაც იყო სისასტიკე. თუ დაფიქსირდება კონკრეტული გადაცდომები, იქნება შესაბამისი რეაგირება. მინდა, პოლიციას მხარდაჭერა გამოვუცხადო. არ დავუშვებთ, რომ ამ ქვეყანაში მოხდეს არეულობა და ვინმე შეძლოს პროვოკაციის მოწყობა“,- განაცხადა ჩაკვეტაძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს