დავით კირკიტაძე პაპუაშვილს - გუშინ, ჩემს კოლეგას შეახსენეთ, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ, სახელმწიფო ჯილდო როგორ მიიღო - გუშინდელი დარბევის შემდეგ, ადეკვატურია მეოთხე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე ვისაუბროთ?!

გუშინ, განხილვის დროს, ჩემს ერთ-ერთ კოლეგას შეახსენეთ, (2011 წლის 26 მაისის) აქციის დარბევის შემდეგ, სახელმწიფო ჯილდო როგორ მიიღეო - გუშინდელის შემდეგ, კანონპროექტის მეორე და მეოთხე მუხლზე საუბარი ადეკვატურია?! - ასე მიმართა “ქართულ ოცნებას“ ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით კირკიტაძემ.

კირკიტაძემ დღევანდელ პლენარულ სხდომას “არაადეკვატური“ უწოდა.

“გუშინდელი დარბევის შემდეგ, სწორი და ადეკვატურია პროექტის მეოთხე მუხლის “გ“ ქვეპუნქტზე ვისაუბროთ?! ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არსებობს კანონპროექტი, რომელმაც ამხელა ვნებათაღელვა გამოწვია? რა გახდა, რომ დარბევის მეორე დღეს დგახართ და მოგვიწოდებთ კანონპროექტის მეოთხე მუხლზე ვიმსჯელოთ და თუ მეოთხე მუხლზე არ ვსაუბრობთ, მიკროფონს გვითიშავთ და დარბაზიდან გვაძევებთ“, - მიმართა უმრავლესობას დავით კირკიტაძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა განახლდა. კანონპროექტს მეორე მოსმენით - მუხლობრივად იხილავენ. სხდომათა დარბაზშია ხმაური და დაპირისპირება.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები