„ევროპელი დემოკრატების“  საზოგადოებრივ ჯგუფებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა

სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის პაატა დავითაიას, პოლიტიკური საბჭოს წევრების ნიკოლოზ ვაშაკიძისა და მამუკა გამყრელიძის შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებთან.

როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელბულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრის მიზანი საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლების კახა გოგიძის, აკია ბარბაქაძის, გიორგი თავდგირიძის და სხვების მიერ წარმოდგენილი ინიციატივის - საზოგადოებრივი ჯგუფების და ოპოზიციური პარტიების ერთობის, ერთიანი პლატფორმის შექმნის განხილვა იყო.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პაატა დავითაიამ აღნიშნა, პარტია მიესალმება ერთობის პლატფორმის შექმნის იდეას, რომლის ინიციატორებიც საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები არიან.

როგორც იდეის ინიციატორები აცხადებენ, უნდა შეიქმნას ძლიერი ერთობა, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას არ მისცრმს ანტიდასავლური სცენარი განახორციელოს.

„მივმართავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, პროდასავლური ორიენტაციის საზოგადოებას და ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს, ვისთვისაც ღირებულია ქვეყნის თავისუფლება, სუვერენიტეტი და ევროპული მომავალი, ვინც ერთგულია კონსტიტუციის 78-ე მუხლის, გავერთიანდეთ პლატფორმის ირგვლივ, რომელიც დააჩქარებს საზოგადოებრივი სახეებით გაძლიერებულ პოლიტიკურ კონსოლიდაციას", - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

„ჩვენ უნდა შევქმნათ ძლიერი ერთობა, რომელიც არ მისცემს საშუალებას ხელისუფლებას განახორციელოს თავისი ანტიდასავლური სცენარი. მხოლოდ ერთობა არის ის ძალა, რომელიც დღეს სჭირდება ქვეყანას იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლოს ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლა, რაც საბოლოოდ მოგვაქცევს იზოლაციაში და ქვეყანას დაუკარგავს ევროპულ პერსპექტივას",- განაცხადა ერთ-ერთმა იდეის ინიციატორმა კახა გოგიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის