დავით კირკიტაძე უმრავლესობას - ხდება, როცა „ჟიგულის“ „რენაუტის“ საჭესა და „ფორდის“ საბურავებს უყენებენ, მაგრამ ის მაინც „ჟიგულია“ - თქვენი კანონიც არის რუსული, როგორი ნაწილებიც არ უნდა მიაყენოთ ამერიკული FARA-დან და საფრანგეთის კანონიდან

ხდება ხოლმე, როცა „ჟიგულის“ „რენაუტის“ საჭესა და „ფორდის“ საბურავებს უყენებენ, მაგრამ ამით მანქანა არ იცვლება და ის მაინც “ჟიგულია“ - თქვენი კანონიც არის რუსული, როგორი ნაწილებიც არ უნდა მიაყენოთ ამერიკულ FARA-დან და საფრანგეთის გამჭვირვალობის კანონიდან, - ასე მიმართა “ქართულ ოცნებას“ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ.

როგორც კირკიტაძემ განაცხადა, პარლამენტში წარდგენილ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ამერიკული FARA-სა და საფრანგეთის კანონის მოშველიება არასწორია.

“ამოიღებთ FARA-ს რაღაცა ნაწილს, შემდეგ ფრანგული კანონის რაღაც ნაწილს და გსურთ, თქვენი კანონი ამერიკული და ფრანგული კანონების მსგავს კანონად წარმოგვიდგინოთ. ეს არის “ჟიგული“ - არ არის არც “მერსედესი“ და არც “ფორდი“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

პარლამენტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით - მუხლობრივად მიმდინარეობს. ოპოზიცია განხილვის შეჩერებას და პროექტის ჩაგდებას ითხოვს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს