თამარ კორძაია უმრავლესობას - იქნებ შეცვალოთ კანონის ვადა და ათვლა 2005 წლიდან დავიწყოთ - ყველა გავწევრიანდეთ, ერთად ვიყოთ და გავაკეთოთ ლუსტრაცია, რომ მთელი საქართველო უცხო ქვეყნის გამტარებლები ვიყავით - დავიწყოთ სულ თავიდან

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია მმართველ გუნდს სთავაზობს, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა“ რეესტრის ამოქმედება უკანა თარიღით - 2005 წლიდან მოხდეს.

როგორც კორძაიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, ასეთ შემთხვევაში აღნიშნულ რეესტრში დარეგისტრირდება თავად და მისი არაერთი კოლეგა უმრავლესობიდან.

“2013 წლამდე “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაციაში ვმუშაობდი, ასევე, ვიცავდი მედიის უფლებებს. მაშინ, ჩემს მარჯვნივ მყოფი ადამიანებისთვის ძალიან სასურველი ადამიანი ვიყავი - თვლიდნენ, რომ სახელმწიფოს ინტერესებს ვიცავდი და არავითარი რეგისტრაცია არ მჭირდებოდა. დღეს დამოკიდებულება შეიცვალა.

იქნებ, შეცვალოთ ეს ვადა და ჩემი ჩათვლით და თითოეული თქვენგანის ჩათვლით, ათვლა 2005 წლიდან დავიწყოთ - ყველა გავწევრიანდეთ, ყველა ერთად ვიყოთ და გავაკეთოთ ლუსტრაცია, რომ მთელი საქართველო უცხო ქვეყნის გამტარებლები ვიყავით. ეს მნიშვნელოვანი საკითხია - დავიწყოთ სულ თავიდან!“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს