„ნიუ ჰოსპიტალსში“ აცხადებენ, რომ აქციიდან შეყვანილი ორივე პაციენტი კლინიკაში რჩება

„ნიუ ჰოსპიტალსში“ აცხადებენ, რომ აქციიდან გუშინ კლინიკაში 2 პაციენტი შეიყვანეს, რომელთაგან ერთს სახის ძვლების მოტეხილობა აღენიშნებოდა, მეორეს კი ქალასარქველის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, ორივე პაციენტი კლინიკაში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

„ 2 პაციენტია შემოყვანილი. ერთს სახის ძვლების მოტეხილობა აღენიშნებოდა, მას ოპერაცია ჩაუტარდა. მეორეს ქალასარქველის, მას ოპერაცია არ დასჭირდა. ორივე პაციენტი კლინიკაში რჩება მეთვალყურეობის ქვეშ“, - აღნიშნავენ „ნიუ ჰოსპიტალსში“.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს