ზუგდიდში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს

ზუგდიდში, მერიის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე გუშინ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებული ორი პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ფრაქცია „ახალის“ წევრის მაია კალანდიას და „დროას“ აქტივისტის მარიამ სიჭინავას საქმის არსებითი განხილვა 13 მაისს გაიმართება.

,,ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა პროცესის გადადებასთან დაკავშირებით, რადგან დაცვის მხარეს ფიზიკურად არ გვქონდა და მოკლე დროში შეუძლებელი იყო მოეპოვებინა მტკიცებულებები, რომელიც მოგვცემდა საშუალებას დაგვეცვა ჩვენი ინტერესების ქვეშ მყოფი პირები, შესაბამისად მოსამართლემ ჩვენი შუამდგომლობა დააკმაყოფილა. საქმე აღძრულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან მის მიმართ განხორციელებულ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ადვოკატმა კესო ჩახაიამ.

სხდომის დასრულების შემდეგ კალანდიამ და სიჭინავამ განაცხადეს, რომ მათ პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

,,არცერთი პოლიციელისთვის დაკავების მომენტში არ გამიწევია წინააღმდეგობა, პირიქით მათ ვუთხარი, რომ მივყვებოდი და არ გამოეყენებინათ ძალა, თუმცა ჩვენ კარგად ვნახეთ დალურჯებები ხელებზე, სისხლჩაქცევები და ვნახეთ, რომ პოლიციამ ჩემს მიმართ გამოიყენა დაკავების მომენტში არაპროპორციული ძალა, ასევე მანქანიდან სამმართველოს შენობაში მისვლამდე პოლიციის უფროსი გამოირჩეოდა ჩემს მიმართ აგრესიით, მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე პოლიციის შენობაშიც გაგრძელდა, დაახლოებით ოთხი პოლიციელი მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ვიღაცებს აწყობს, რომ ჩვენ გაგვტეხონ ფსიქოლოგიურად, იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან, რომ ვერ შეგვაშინებენ, ვერ მოგვისყიდიან, ჩემთვის მიზეზი უცნობია რატომ დამაკავეს'', - აღნიშნა ,,დროას'' აქტივისტმა მარიამ სიჭინავამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო