პარლამენტის მიერ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებას აქციის მონაწილეები შეძახილებით: „არა რუსულ კანონს“, „მონებო“ „რუსებო“ შეხვდნენ

„არა რუსულ კანონს“, „მონებო“ „რუსებო“- ამ შეძახილებით შეხვდნენ პარლამენტის შენობის მიმდებარედ, ჭიჭინაძის ქუჩის კვეთაზეშეკრებილი აქციის მონაწილეები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებას.

აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ წინსვლას არ ემსახურება, ის არის "რუსული კანონი", ამიტომ ხელისუფლებამ კანონი უკან უნდა გაიწვიოს.

“უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღება სტვენით გააპროტესტეს პარლამენტის წინ შეკრებილებმაც.

იყო შესძახილები: “არა რუსულ კანონს!”, “რუსებო, რუსებო!” “მონებო!”.

ორგანიზატორმა აქციის მონაწილეებს განუცხადეს, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ პარალემტის შენობის დატოვებას ხელი უნდა შეუშალონ, ამიტომ შეკრებილებმა შენობის გვერდითა ქუჩებზე გადაინაცვლეს.

“83-მა დეპუტატმა მეორე მოსმენით მოღალატოებრივად მიიღო კანონი. ხელი უნდა შევუშალოთ, რომ მოღალატეებმა არ დატოვონ შენობა”, - მოუწოდა ორგანიზატორმა აქციის მონაწილეებს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა