ანა ნაცვლიშვილი - მივმართავ ძალოვან უწყებებს: თქვენ ფიცი გაქვთ დადებული სამშობლოს წინაშე და სამშობლოს ჰქვია საქართველო და არა რუსეთი - გაქვთ შანსი, გადმოხვიდეთ ხალხის მხრეს

მივმართავ ძალოვან უწყებებს, ნუ აღმართავთ ხელს საკუთარ მოქალაქეებზე - გაქვთ შესაძლებლობა და შანსი, რომ გადმოხვიდეთ ხალხის მხრეს და იყოთ ამ გამარჯვების თანამონაწილე, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

"მივმართავ ძალოვან უწყებებს, ნუ აღმართავთ ხელს საკუთარ მოქალაქეებზე. თქვენ ფიცი გაქვთ დადებული სამშობლოს წინაშე და ამ სამშობლოს ჰქვია საქართველო და არა რუსეთი. როდესაც თქვენ იცავთ "რუსულ კანონს" თქვენ სახე გაქვთ დაფარული ნიღბებით. მოგმართავთ თხოვნით, ნუ გააკეთებთ ისე, რომ ამ ნიღბებს რომ მოიხსნით, საკუთარ შვილებს, საკუთარი ოჯახის წევრებს ვეღარ ჩახედოთ თვალებში. საქართველო გაიმარჯვებს.

გაქვთ შესაძლებლობა და შანსი, რომ გადმოხვიდეთ ხალხის მხრეს და იყოთ ამ გამარჯვების თანამონაწილე", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს