თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის გავრცელებული განცხადებით, ინფორმაცია, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, გიორგი მუხიგულაშვილი სამსახურიდან იმის გამო გაათავისუფლეს, რომ „გამჭვირვალობის კანონის" საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა, ტყუილია.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აღნიშნული პიროვნება არ არის და არც ყოფილა „თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომელი.

მერიამ მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, თბილისის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია თბილისის მერიის პრესსამსახურში გადაამოწმონ.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „თბილსერვის ჯგუფის" დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, ვინმე გიორგი მუხიგულაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ „გამჭვირვალობის კანონის" საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული პიროვნება არ არის და არც ყოფილა „თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომელი, შესაბამისად, ვერ მოხდებოდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება.

გავრცელებული ინფორმაცია არის სრული ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების დეზინფორმირებას.

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ საკუთარ მაყურებელს და თბილისის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმონ თბილისის მერიის პრესსამსახურში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს