ყველაზე ეფექტური მარკეტინგული კომუნიკაციის ჯილდო „ტოპლაინმა“ მიიღო

უძრავი ქონების სექტორის მთავარ გამოფენაზე, „ყველაზე ეფექტური მარკეტინგული კომუნიკაციის“ ნომინაციაში „ტოპლაინის“ გუნდმა გაიმარჯვა. Real Estate Expo 2024 26-28 აპრილს, საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიაში გამართა, რომელშიც ქართული და უცხოური 220-მდე კომპანია მონაწილეობდა.

რეგიონის მთავარ უძრავი ქონების სექტორის გამოფენაზე, ჰოლდინგი „ტოპლაინის“ სტენდთან, სადაც შვილობილი კომპანია T-STUDIO-ც იყო წარმოდგენილი, თითოეულ დამთვალიერებელს სხვადასხვა ტიპის საჩუქრები და გათამაშება დახვდა. „ყველა რჩეულია“ , სწორედ ეს იყო კომპანიის მთავარი გზავნილი, რომლის ფარგლებშიც სტუმრებმა გამორჩეული საჩუქრები მიიღეს. თავის მხრივ კი, „ტოპლაინის“ გუნდი ნომინაციაში „ყველაზე ეფექტური მარკეტინგული კომუნიკაცია“ ლიდერად დასახელდა.

ღონისძიების ფარგლებში, 45 დეველოპერულმა კომპანიამ დამთვალიერებელს უპრეცედენტო ფასდაკლებები, გათამაშებები და განსაკუთრებულ პირობები შესთავაზა. გამოფენის მნიშვნელოვანი სტუმრები იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის (გერმანია, ჩინეთი, დუბაი) საგამოფენო ცენტრის დირექტორები. ასევე, ლატვიის Citadele Bank-ის სტრატეგიული პარტნიორობის (უძრავი ქონების სამმართველო) ხელმძღვანელი, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პოლონური სამშენებლო კომპანია - MIRBUD S.A მფლობელი და დირექტორი, Silicon Valley Proptech Association -ის დამფუძნებელი/პრეზიდენტი, (FIABCI) Proptech-ის მსოფლიო საბჭოს,პრეზიდენტი და სხვა.

ცნობისთვის, Real Estate Expo ყოველწლიური მასშტაბური ღონისძიებაა, რომელშიც მონაწილეობას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიები იღებენ. ღონისძიება მიმზიდველია როგორც ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, ისე ინდივიდუალური პირებისთვისაც. გამოფენის მიზანია, რომ მომხმარებლები და დეველოპერული სექტორი უფრო დააახლოოს.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს