ევროკავშირი ლიბანის ეკონომიკისა და უსაფრთხოების მხარდასაჭერად 1 მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი ლიბანის ეკონომიკისა და უსაფრთხოების მხარდასაჭერად 1 მილიარდ ევროს გამოყოფს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბეირუთში, ლიბანის პრემიერ-მინისტრ, ნაჯიბ მიკატისთან და კვიპროსის პრეზიდენტ, ნიკოს ქრისტოდულიდისთან შეხვედრისას განაცხადა.

„მე შემიძლია ლიბანისთვის 1 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოვაცხადო. ჩვენ ლიბანის სოციალურ-ეკონომიკურ სტაბილურობაში წვლილის შეტანა გვსურს. ლიბანს პოზიტიური ეკონომიკური განვითარება სჭირდება, რათა ბიზნესი და თავისი მოქალაქეები შესაძლებლობებით უზრუნველყოს“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი ლიბანის არმიის, ბიზნეს გარემოს, ჯანდაცვისა და განათლების გაძლიერებასა და განვითარებას ხელს შეუწყობს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს